loader

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაიწყო - როგორ შეხვდა ერთმანეთს ორი ქვეყნის ლიდერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაიწყო - როგორ შეხვდა ერთმანეთს ორი ქვეყნის ლიდერი

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის

მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს.

ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი.

ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე, პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრაზე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევებზე, ომის დამთავრების ჩვენს ხედვაზე და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე.

შეერთებული შტატების მსგავსი სტრატეგიული პარტნიორებითა და მეგობრებით ვამაყობთ. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის სამი წლის განმავლობაში უკრაინის ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, - წერს ზელენსკი.

მედიის ცნობით, ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენიმე საათში გაიმართება.

ცნობისთვის, შეხვედრის შემდეგ იგეგმება, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები უკრაინაში იშვიათი ლითონების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.