"ერთი კვირაა არაფერი არ ვიცით..." - ხარაგაულში მწყემსებს ეძებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან ორის - ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები, სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
„სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.
სოფლის საინიციატივო ჯგუფი ცდილობს გზის გაკვალვას“, - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ვიდეო: "TV პირველი"