"ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა" - ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს
ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს:
"ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დე..
შენი დაძახებული ,,დეე" ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატო...?
ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც...
მოდი რა და გააფერადე დღეები, გემუდარები, დეე" - წერს ნათია დიაკვნიშვილი
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე ბათუმში, 16 იანვარს გაუჩინარდა.