"ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან...თავში ქვა გიხლიათ" - გიგი უგულავა დააჯარიმეს
გიგი უგულავა დააჯარიმეს, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თავად ავრცელებს:
"მორიგი, რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან.
ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან.
არც აქვს მნიშვნელობა.არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ
ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას" - წერს გიგი უგულავა.