"მდგომარეობა რთულია, ჩემი წიგნების ჰონორარი მთლიანად მიმართულია სტიქიით დაზარალებულებისკენ" - რას წერს გიორგი კეკელიძე?
მწერალი, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სტიქიის ადგილას ჩავიდა. გურიაში, სადაც დიდთოვლობას ებრძვიან, ის მოხალისედ მუშაობს.
"ორი დღეა მოხალისედ ვმუშაობთ მე და მეგობრები.
ჩემი წიგნების ჰონორარი მთლიანად მიმართულია სტიქიით დაზარალებულისკენ.
დამეხმარა რამდენიმე ნაცნობ-მეგობარიც .ვამარაგებთ ოჯახებს საკვებით, წამლებით, საჭირო ნივთებით და პორტატული დამტენებით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.
წაღებული გვაქვს რამდენიმე დღის მარაგი და შეძლებისდაგვარად ვკვებავთ მიუსაფარ ცხოველებს.
მოსწავლეებს, რომლებიც ემზადებოდნენ მასწავლებლებთან და ვერ ახერხებენ მისვლას, ონლაინ-ჩართვებისთვის ვუზრუნველვყოფთ ინტერნეტით.მდგომარეობა რთულია. მაქვს კოორდინაცია თითქმის ყველა ჯგუფთან და სადაც ვერ მივდივართ, დისტანციურად ვეხმარებით.- წერს გიორგი კეკელიძე.