"სახლი დაგვეწვა, ღია ცის ქვეშ დავრჩით" - რა კადრები ვრცელდება ხელვაჩაურიდან?
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში გუშინ, 26 თებერვალს სახლი დაიწვა.
"სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით. სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით.
შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 წლის… არავინ არ მოსულა, არ უკითხავს ჩვენი ამბავი, არც მერიიდან მოსულა ვინმე. მოვიდნენ მაშველები და მოგვეხმარნენ, მაგრამ სახანძრო ვერ ამოვიდა. თოვლი ახლაც მეტრ-ნახევარია ყველაზე ცოტა.
ბიძაშვილს შევაფარეთ თავი, ყველაფერი გვჭირდება: ტანსაცმელი, საჭმელი..." – უყვება batumelebi.ge-ს მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე.