loader

"პედაგოგი ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში იყო გადაყვანილი, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ გარდაიცვალა" - რას ჰყვება მოქალაქე მასწავლებელზე, რომლის დაკრძალვაც სო­ფელ ჭან­ჭათ­ში ამ დრომდე ვერ ხერხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პედაგოგი ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში იყო გადაყვანილი, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ გარდაიცვალა" - რას ჰყვება მოქალაქე მასწავლებელზე, რომლის დაკრძალვაც სო­ფელ ჭან­ჭათ­ში ამ დრომდე ვერ ხერხდება

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის თხოვ­ნა გავ­რცელ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც ambebi.ge-სთნ სა­უ­ბარ­ში ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე ამ­ბობს, სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გი, თა­მარ ნი­ნი­ძე და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ცხედ­რის და­ტი­რე­ბას ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხებს მისი და, ასა­კო­ვა­ნი დედა, და 14 წლის შვი­ლი.

ისი­ნი სხვა სოფ­ლი­დან გა­მოს­ვლას და გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

"ჩემი ოჯა­ხია იმ სო­ფელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ჭან­ჭათ­ში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, თა­მარ ნი­ნი­ძის ცხე­და­რი. გახ­ლავთ პე­და­გო­გი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ავა­დობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა­ვი და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მო­იყ­ვა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. მა­ში­ნაც ვი­თხოვ­დით გზის გაწ­მენ­დას, მაგ­რამ ვერ გა­იწ­მინ­და გზა. ერთი კი­ლო­მეტ­რი გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე ია­რეს ბი­ჭებ­მა და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ას­ვე­ნეს სახ­ლში" - ამბობს ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე.

განაგრძეთ კითხვა>>>