"უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე" - ნიკა გვარამია
ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე - ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან - „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.