loader

"ვაიმე, ძალიან მაღიზიანებს, ლამის თმა გავიგლიჯო, მაგის ხმა რომ მესმის" - რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვებში პოპულარული სათამაშო, თქვენს შვილსაც აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, ძალიან მაღიზიანებს, ლამის თმა გავიგლიჯო, მაგის ხმა რომ მესმის" - რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვებში პოპულარული სათამაშო, თქვენს შვილსაც აქვს

ფერადი რბილ და მიმზიდველ გასართობ საშუალებებს, მცირეწლოვნების ჯანმრთელობისთვის, ზიანის მიყენება შეუძლია. ბავშვების სათამაშოების გარკვეული ნაწილი საფრთხის შემცველია.

ფაფუკი წელვადი და ერთი შეხედვით ანტისტრესული სათამაშო სახელად სქვიში საქართველოში და მის საზღვერებს გარეთ ახლა განსაკუთრებით პოპულარულია.

სათამაშოს სტრუქტურის გათვალისწინებით, მასთან კონტაქტი ინტენსიურია. რაც თავისმხრივ მტვრის სოკოსა და სხვა ქიმიკატის ორგანიზმში მოხვედრას განსაკუთრებით ამარტივებს.

საბოლოო ჯამში, სათამაშო კანისა და სასუნთქი გზების გაღიზიანების და ქრონიკული ინტოქსიკაციის მიზეზი ხდება.

უხარისხო სათამაშოს ალერგიული რეაქციებისა და კონტაქტური დერმატიტის გამოწვევაც შეუძლია, ამიტომაც პედიატრი ანა მაღრაძე გვირჩევს, რომ ვიზუალურ მხარეზე მეტად ყურადღება ყუთზე მოთავსებულ ეტიკეტზე გავამახვილოთ.

სქვიშებში ტოქსიკური ქიმიკატების საგანგაშოდ მაღალი შემცველობის გამო დანიაში მათი გაყიდვა აიკრძალა.რადგან ის მზადდება მომწამვლელი ნივთიერებებისგან , ისეთი როგორიცაა დიმეთილ ფორმადიდი, სტირონი და ტოლუოლი.

ტოლუოლი კანცეროგენია,რაც უკვე საკმარისია განგაშისს სიგნალის გასაგზავნად.

გონებრივი განვითარების შეფერხება, კოგნიტიური უნარებისა და ქცევის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციური დაავადებები, ზრდის პრობლემები, სისუსტე, რკინა დეფიციტური ანემია და კიბოს განვითარების რისკი - როგორც პედიატრი ანა მაღრაძე ამბობს, ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც ჭარბი დოზით ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს. პრობლემურია სათამაშოებზე დატანილი საღებავებიც.

სპეციალისტების გვირჩევენ, სათამაშოს შეძენისას, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ არა მის გარეგნულ მახასიათებლებს არამედ ეტიკეტს, და ინფორმაციას მწარმოებელი კომპანიის შესახებ.