დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს აუქმებს - იხილეთ ჩამონათვალი
დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 თებერვალს დამატებით რეისებს აუქმებს:
საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
"27 თებერვალი:
#802/801 თბილისი-ბათუმი; #804/803 თბილისი-ბათუმი; #870/869 თბილისი-ზუგდიდი; #874-873 თბილისი -ფოთი; #618/617 თბილისი-ბორჯომი; #686/685 თბილისი-ბორჯომი;მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.