loader

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს:

"სამწუხაროდ, ამ რეჟიმმა შეძლო, რომ სიკეთეს როცა ვაკეთებთ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ბოროტებამ (ივანიშვილის პროპაგანდამ) არ გაიმარჯვოს.

ვერიდოთ ემოციურ გადაწყვეტილებებს: პროპაგანდა გამალებული ეძებს კეთილი ზრახვებით დაშვებულ შეცდომებს, რომ გააშავოს ყველა და ყველაფერი. ლეშიჭამია რეჟიმმა ამის მეტი არც არაფერი იცის და არც არაფრით ინტერესდება. ამის გამოცდილებაც გვაქვს: ზუსტად ასე ქნეს შოვში.

ჩვენი კოალიციიან, ვისაც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შეუძლია რეალური დახმარება გზის გაწმენდაში, სახლების გადმოთოვლაში, რთულ ადგილებამდე მიღწევაში, გუშინ და დღეს გურიაში გაემგზავრენ და ადგილობრივი ორგანიზაციებიდანაც ჩაერთნენ. ვისაც არ გვაქვს ამგვარი გამოცდილება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაპირებთ ჩვენთვის სრულიად სანდო ნანუკას ფონდის გავლით მივაწვდინოთ საჭირო რესურსები ამგვარად მომუშავე ასობით კვალიფიციურ ადამიანს და დაზარალებულთა საჭიროებასაც მოვახმაროთ (აქაც ვენდობით ფონდი როგორი მიზნობრიობით გადაწყვეტს ამ თანხების განაწილებას).

"ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია" - ამ პრინციპით ვმოქმედებთ და ეს არაა არც სირცხვილი და არც რამის დაკლება დაზარალებულთა მხარდაჭერისთვის.

ps ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის მუშაობაზე ამ ვითარებაში ლაპარაკიც ზედმეტია - აღმაფრთოვანებელი საკვირველება" - წერს ნიკა გვარამია