სიახლე რუსთაველებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს, კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"N23 მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან (გაგარინის ქ. N12), თბილისში, რუსთაველის გამზირის და ვაკის (ჭავჭავაძის გამზირი) გავლით, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაიყვანენ.
უახლოეს პერიოდში დაინიშნება კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან თბილისის რკინიგზის სადგურამდე მოემსახურება რუსთაველებს. ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა გეზით იმოძრავებს.
მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – "რუსთავი ქარდით“, "საქართველოს ბანკისა“ და "თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის" - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.