ნინიკო ნაცარაშვილისა და "ლავასოღლის" მდიდრული ვახშამი იტალიაში - რა კადრებს აქვეყნებს ბათუმელი მოდელი სოციალურ ქსელში?
23 თებერვალს, იტალიის დედაქალ რომში მდებარე მდიდრულ სასტუმროში ბათუმელმა მოდელმა, ნინიკო ნაცარიშვილმა წვეულება მოაწყო.
ნინიკო ნაცარიშვილი საქართველოდან რომში ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩავიდა. ადგილზე კი დახვდა მეუღლე კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი". მდიდრული ვახშამი სასტუმროს რესტორანშია გაშლილი, ფოტოებზე, ნინიკო, მინდია გორაძე, ნინიკოს ძმა და მეგობრები ჩანან.
ნაცარიშვილს მარცხენა ხელის არათითზე Ruby Queen-ს ბეჭედი უკეთია, ALO Diamonds-ის კოლექციიდან. 18-კარატიანი თეთრი ოქროს ფასი, რომელიც ბრილიანტებით არის გაწყობილი, 236 340 დოლარი ღირს.
"ლავასოღლის" კი მაჯაზე 2020 Rolex Daytona. ეს მოდელი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ საათს Rolex-ის კოლექციიდან და მისი ღირებულება 46 200 დოლარია.