"ყველაფერი მოგიტანეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"ნინო ღავთაძე - ქვემო ნატანები. 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. პატარა 40 დღის. მიტანილია პროდუქტები, პამპერსი, ბავშვის საჭმელი.
ირინა ვაშაყმაძე - ზვანი. სამი მოზარდი შვილით იყო პროდუქტის გარეშე დარჩენილი.
ჩიხლაძე როზა- მოხუცი ბებო, მარტო იყო ჩარჩენილი სახლში. გამოყვანილია სოფლიდან.
მოხალისეები არიან ნიკა კუხილავა, ჯამბულ მუჯირი, გიორგი ურუშაძე. ოქროს ადამიანები, რომლებმაც დღეს ბევრი იარეს" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს და ვიდეობს აქვეყნებს.