loader

"ეს ყველას ეხება: ლანჩხუთელი გლეხიდან ვაკის პარკში მოსეირნე ბავშვამდე!" - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ყველას ეხება: ლანჩხუთელი გლეხიდან ვაკის პარკში მოსეირნე ბავშვამდე!" - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"სტიქია ყველა ქვეყანაში კლავს. მაგრამ საქართველოსნაირ აღვირახსნილ ოლიგარქიებში ხალხის სტიქიებისგან დაცვის და უსაფრთხოების, სტიქიაზე რეაგირების სისტემებისთვის გამოყოფილი მილიონების სახლში წაღება კლავს ბევრად მეტ ადამიანს.

კორუფცია კლავს, დიახ! და ეს ყველას ეხება: ლანჩხუთელი გლეხიდან ვაკის პარკში მოსეირნე ბავშვამდე! დიახ!

ps ისიც გვახსოვდეს, რომ სტატისტიკის თანახმად, გურიის რეგიონში ყველაზე მეტი საჯარო მოხელეა საქართველოს მასშტაბით, ლამის მთელი მოსახლეობის ნახევარი. ამ მოხელეების "ჯარს" სახლის გადათოვლაც და გზის გაწმენდაც არ შეუძლია, როგორც ვხედავთ." - წერს ნიკა გვარამია.