loader

“რიკოთზე ზვავმა მანქანები ჩაიყოლა” - რა ხდება ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე, საიდანაც მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რიკოთზე ზვავმა მანქანები ჩაიყოლა” - რა ხდება ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე, საიდანაც მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილ ზვავთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.