loader

"მობილურის ბოლო პროცენტებს ვიყენებ, რომ გაჩვენოთ რეალურად რაც ხდება..." - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მობილურის ბოლო პროცენტებს ვიყენებ, რომ გაჩვენოთ რეალურად რაც ხდება..." - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარიდან?

"ეს ვიდეო ჩავწერე იმათთვის ვისაც გუშინდელი ჩემი პოსტის შემდეგ ჰგონია, რომ "ლაფატკის" მოქნევა გვეზარება ხალხს და ეზოების გაწმენდას ვითხოვ შუკების კი არა.

ვიდეო სრულ მონაკვეთს არ აჩვენებს, ეს გასავლელი გზის ნახევარია, ბოლომდე არ ჩანს რადგან დაითოვლა.

ვიდეოს დასაწყისიც შუა გზის მონაკვეთიდანაა გადაღებული, სანამ მაქამდე მოვედი ამაზე მეტი გზა გამოვიარე.

მობილურის ბოლო პროცენტებს ვიყენებ, რომ გაჩვენოთ რეალურად რაც ხდება. შუქი ისევ არ გვაქვს, შესაბამისად არც წყალია ონკანში.ისევ თოვს და ქარბუქია. და მაინც, გამოიდარებს!" - ამბობს მოქალაქე თამო ონიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაგომარიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში.