loader

"მიშველეთ! რა გავაკეთო, დამეხმარეთ! - მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშველეთ! რა გავაკეთო, დამეხმარეთ! - მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს:

"მიშველეთ! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიული სახურავი აქვს, იმხელა თოვლი ადევს რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია, ვერ გადის ! მეზობლებიც ვერ ეხმარებიან ! აქედან ვერ ჩავდივართ გადაკეტილია გზა!

ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა ...

ბათუმის მერიაშიც ვთხოვე, მაგრამ რეაგირება არ მოხდა !

რა გავაკეთო დამეხმარეთ !

ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი, თიხნარას დასახლება, კაკო ინწკირველი!

ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ?" - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.