loader

გურიაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "გურიის მოამბე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

ქალის გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.