"ბებოს ვერ ვუკავშირდებით, არ ვიცით ცოცხალია თუ არა, სამაშველო ვერ ადის, სასწრაფომ ბოდიში მოგვიხადა, ვერ ავდივართო" - დამიკავშირდით ძალიან გთხოვთ" - მოქალაქე დახმარებას ითხოვს
"ფეისბუქ" ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის", მოქალაქე თეო სილაგაძე დახმარებას ითხოვს:
"ბებოს ვერ ვუკავშირდებით, მარტო ცხოვრობს, ისიც არ ვიცით ცოცხალი არის თუ არა.
სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია. სახურავი გადმოსათოვლი იყო.
ბოლოს რომ ვესაუბრეთ, სასწრაფო დახმარებამ ბოდიში მოგვიხადა ვერ ავდივართო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა (ოხოჯური).
ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ ვუკავშირდები, ყველა გზა და რესურსი ამოვწურეთ.
სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა, გარეთ გასვლასაც წესით ვერ მოახერხებდა.
დამიკავშირდით, ძალიან გთხოვთ, 595579449" - წერს მოქალაქე თეო სილაგაძე.