"სამწუხარო ამბით მინდა დავიწყო დღევანდელი შესავალი და სამძიმარი გამოვთქვა "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის, გარდაცვალების გამო" - გიორგი ისაკაძის მონოლოგი
42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.