"როგორც გავიგეთ არის გარდაცვლილიც, ვერ ამოჰყავთ ნანგრევებიდან, უკონტროლო სიტუაციაა" - გურიაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
"დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში
საშინლად უკონტროლო სიტუაციაა გურიაში
დიდთოვლობის გამო არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ზოგიერთ სოფლებში კი არც გაზი.
ამასთანავე, იმდენად რთული სიტუაციაა რომ საკვებსა და მედიკამენტებამდეც არ მიუწვდებათ ხელი.
დილის მერე ვერც მე და ვერც ჩემი ახლობლები ვერ ვუკავშირდებით ოჯახის წევრებს.
ოზურგეთის სოფელში, კონჭკათში არ ვიცით რა ხდება, ფიზიკურად ვერ გავდივართ ხაზზე, მეტიც, ახლანდელი ინფორმაციით, ტრაგედიაც მოხდა. როგორც გავიგეთ არის გარდაცვლილიც
ვრეკავთ 112 Georgia/112 საქართველო -ში და პასუხი არის დილის მერე ერთი და იგივე - „გადაცემულია”.
არც მქონია ამათგან სხვა მოლოდინი. მეტსაც გეტყვით, ირონიული დამოკიდებულებაც მივიღე მათგან.
მკაფიოდ ვუთხარი, როგორც აქამდე გადაგვირჩენია მოქალაქეების ერთობას ერთმანეთი, გვითხარით, რომ არანაირი რესურსი არ გაქვთ ამ პრობლემის გადასაჭრელად და იქნებ ისევ ჩვენ ვიღონოთ რამე-მეთქი.
პასუხი იგივეა: -„გადაცემულია ბატონო”.
გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გექნებათ დავეხმაროთ ერთმანეთს გავრცელებაში.
ვერც მედიების სათანადო მუშაობას ვხედავ აღნიშნულ საკითხზე, არადა მდგომარეობა ძალიან მწვავეა.
სანამ დროა და საშინელ შედეგებამდე მისულა ეს უკონტროლო სიტუაცია, ნება იბოძეთ და დაეხმარეთ იქ მყოფ ადამიანებს, ჩვენს ოჯახის წევრებს, მინიმუმ რომ ხმა გავიგოთ რომ კარგად არიან.
და სამომავლოდ გაითვალისწინეთ რომ საახალწლო კონცერტებზე რუსლანოვებზე ათი ათასობით ლარი კი არ უნდა დახარჯოთ, მზად უნდა იყოთ ასეთი შემთხვევებისთვის.
ვერც ვაფასებ თქვენს მუშაობას პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან თქვენგან გაწეული კონტრიბუცია ამ ეტაპზე ნულის ტოლფასია." - წერს მოქალაქე ლუკა ტუღუში.