იზა ომაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "ნიკო კი არაფერს დააკლებს"
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ასე მეგონა, სულ იქნებოდა იმედად, დედასავით ტკბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი, დედა, დედამთილი ნაზი (მართა) ღვინჯილია…
წავიდა ბებო ნიკოსთან, ნიკო კი არაფერს დააკლებს...
მოუნელებელ ტკივილად გვექნება ყველას, რომ უკანასკნელი სურვილი ვერ აგისრულეთ ასეთია ეს ქვეყანა, ჩვენთვის მხოლოდ სასაფლაოა...
ძალიან გვტკივა ძალიან…" - წერს იზა ომაძე.