loader

ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა მოკ­ლუ­ლი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე და უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ცნო­ბი­ლია, რომ 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლეს. მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ორი დღის შემ­დეგ გა­ცხად­და, თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღე უშე­დე­გოდ ეძებ­და.

20 თე­ბერ­ვალს ბი­ნა­ში მი­სულ პა­პაშ­ვი­ლის დე­დას სახ­ლში ცხე­და­რი დახ­ვდა, სწო­რედ მან და­რე­კა 112-ში და აც­ნო­ბა ძა­ლოვ­ნებს, რომ მის სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი იყო. იმ დღეს გა­ი­გო ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის დე­დამ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 5 პირს წა­უ­ყე­ნეს, მათ­გან ორი პირი ძებ­ნა­შია, ამი­ტომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­სა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­დათ. გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით აქვთ ბრა­ლი წარ­დგე­ნილი. ამ ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე, მათ სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი საქ­მის მთა­ვარ ფი­გუ­რან­ტად გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ასა­ხე­ლე­ბენ.

განაგრძეთ კითხვა>>>