loader

"გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი" - გიორგი კეკელძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი" - გიორგი კეკელძე

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ბიბლუსის" კრეატიული დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.

"გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი. ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი, Biblusi • ბიბლუსი იმ ფორმით, რაც თქვენ იცით, 42 წლის ასაკში, მოულოდნელი დიაგნოზით, უმძიმესი სენისგან, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ირაკლი იყო სრულიად ბრწყინვალე პიროვნება და პროფესიონალი. თავის დროზე, ირაკლი თევდორაშვილთან ერთად, სწორედ მან შემომთავაზა, ,,ბიბლუსი ჯგუფს" შევერთებოდი და ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვასწარით ერთად. რაც მთავარია - დავმეგობრდით. უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე. ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება," - წერს გიორგი კეკელიძე.

ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.

ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.