loader

“არ მინდა ფუჭად ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - რას წერს ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ მინდა ფუჭად ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - რას წერს ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"გულწრფელი რომ ვიყო ბევრი და ბევრჯერ ჩემთვის დასმული შეკითხვის პასუხად:

არ მინდა ფუჭად ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს დანიშნულებას და მოვალეობას იმაში ვხედავ, რომ, სხვებთან ერთად, ვაკეთო ის, რაც ამ "კარგად ყოფნას" უსათუოდ მოიყვანს. ვაკეთო ის, რისი კეთება შესაძლოა სხვაზე უკეთ ვიცოდე და არა ის, რაც ჩემზე უკეთ სხვამ იცის და/ან სადაც ჩემ გარეშეც ყველაფერი გამოვა. არაა ახლა ყველას მიერ ყველაფრის კეთების დრო: საქმე უამრავია და, შესაბამისად, შრომის დანაწილება - მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

არ მინდა ფუჭად ლაპარაკი, თორემ საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ," - წერს ნიკა გვარამია.