ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - 31 წლის კაცი გულში დაჭრეს, არიან დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიც
ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული 31 წლის კაცია. მას ჭრილობა გულში დანით მიაყენეს. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში სულ 8 ადამინი მონაწილეობდა, რის შედეგადაც საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.