loader

დიდი თოვლის გამო მატარებლის რამდენიმე რეისი უქმდება - იხილეთ ჩამონათვალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი თოვლის გამო მატარებლის რამდენიმე რეისი უქმდება - იხილეთ ჩამონათვალი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში უამინდობის და დიდი თოვლის გამო, რამდენიმე რეისი უქმდება.

მათი ცნობით, ვერ შესრულდება შემდეგი რეისები:

24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი 24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი"შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც", - ნათქვამია განცხადებაში.მათივე თქმით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.