loader

“ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო, სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა - ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რაა ოთარ რა­მიშ­ვი­ლის "ბულ­ბუ­ლი" - ქართულად ამღერებული მაქსიმ გალკინი გამომწერებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო, სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა - ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რაა ოთარ რა­მიშ­ვი­ლის "ბულ­ბუ­ლი" - ქართულად ამღერებული მაქსიმ გალკინი გამომწერებს მიმართავს

რუსი შო­უ­მე­ნი, მაქ­სიმ გალ­კი­ნი ქარ­თუ­ლად ამ­ღერ­და. ის "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს და გა­მომ­წე­რებს ურ­ჩევს, რომ სი­ცი­ვე­ში ხა­სი­ათ­ზე მო­სას­ვლე­ლად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა.

"ჩემო ძვირ­ფა­სო გა­მომ­წე­რე­ბო, დღეს ჩვენ­თან ცივა. თუ დი­ლი­დან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხართ, არ იცით რა უნდა გა­ა­კე­თოთ, იმ­ღე­რეთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იცით.ხოლო თუ კარ­გი წი­თე­ლი ღვი­ნოც გაქვთ - ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო, სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა", - ამ­ბობს გალ­კი­ნი, რის შემ­დე­გაც ქარ­თულ სიმ­ღე­რას იწყებს. გალ­კინ­მა ფა­ნე­ბის­თვის ოთარ რა­მიშ­ვი­ლის "ბულ­ბუ­ლი" შე­ას­რუ­ლა.

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეს მის­თვის "უსაყ­ვარ­ლე­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა".

"ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა ოთარ რა­მიშ­ვი­ლის "ბულ­ბუ­ლი". ვმღე­რი ყო­ველ­თვის, როცა მინ­და ვიყო ბედ­ნი­ე­რი", - აღ­ნიშ­ნავს გალ­კი­ნი.ცნო­ბის­თვის, ის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას და­უ­პი­რის­პირ­და მას შემ­დეგ რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა. კრემ­ლმა გალ­კი­ნი და მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი პრი­მა­დო­ნა, ალა პუ­გა­ჩო­ვა უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბად გა­მო­ა­ცხა­და.