"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალ კორონავირუსზე
ჩინურ ლაბორატორიაში, რომელიც COVID-19-ის გაჟონვაშია ეჭვმიტანილი, მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს და ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელი პანდემიის გამომწვევ ვირუსს, - ნათქვამია კვლევაში.
"ვირუსი აღმოაჩინეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და მას ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არცერთ ცოცხალ ადამიანში ინფექცია არ დაფიქსირებულა", - წერია სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ღამურების ვირუსი, სახელად HKU5-CoV-2, იმავე ადამიანის რეცეპტორს იყენებს, რასაც SARS-CoV-2 — კორონავირუსის შტამი, რომელიც COVID-19-ს იწვევს.
კვლევის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება, ამ უჯრედებში არსებული კონკრეტული ცილებთან შეწებების გზით. თუმცა, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა "შემდგომი კვლევების საგანია", - აღნიშნულია სტატიაში.