რას პასუხობს მერაბ დვალიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც კახა კალაძესთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. უამრავი შეხვედრიდან ერთ-ერთი იყო თბილისის მერთან კახი კალაძესთან, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.
როგორც ქართველი მებრძოლი ამბობს, კალაძეს სპორტის მინისტრის ინიციატივით შეხვდა და საქართველოში MMA-ის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.
არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლეზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტცმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შეაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდნონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.
ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.
მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარები გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC -ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც" - წერს მერაბ დვალიშვილი.