loader

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ივანიშვილმა ვერ გააგრძელოს თავისი ფულის "გათეთრება", გადანახვა, გადამალვა, გაგრძელდეს სანქციები... ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან" - ნათია მეზვრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ივანიშვილმა ვერ გააგრძელოს თავისი ფულის "გათეთრება", გადანახვა, გადამალვა, გაგრძელდეს სანქციები... ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან" - ნათია მეზვრიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მთავარი სატკივარი არის ფული, - ამის დასტურია, მოქალაქეებს რომ დაერია ახლა და აჯარიმებს, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში მშვიდად არ გამოიყურება და გუნდში დიდი ტურბულენტობაა. როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში პოლიციელების მხრიდან შუაღამისას ჯარიმის ქვითრების მიტანაც ამ ისტერიის დასტურია.