ადვოკატის თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნიკა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა და გადასაფუთ პაკეტზე მისი თითის ანაბეჭდის კვალი არ ამოვიდა
ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე ადვოკატმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუორიში ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა. კაციას თმის ღერიდან ნიმუში აუღეს, ასევე ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა.