ცნობილია თბილისში მოკლული 20 წლის ბიჭის ვინაობა - მკვლელობის შოკისმომგვრელი დეტალები: რას ჰყვება გარდაცვლილის მეგობარი?
თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს.
როგორც გაირკვა, იმ დროს როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში, შვილი კი სახლიდან გაქცეული იყო.
მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შოკისმომგვრელია ის დეტალები, რაც "კვირის პალიტრასთვის" გახდა ცნობილი.
როგორც წყარო გამოცემას უყვება, დანაშაულში მონაწილე პირები თაზო მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. თაზო თურმე საშაურმეში მუშაობდა და ამ საშაურმეში მომუშავე პირები ახლა საკანში არიან გამოკეტილები.
ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:
- სასწაული, მართლა სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე "მესიჯობაში", იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა. გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო. ეს შოკისმომგვრელი ამბავი რომ გავიგე, ვერ ვიჯერებდი, იმდენად უწყინარი ადამიანი იყო. ძალიან განვიცდი თაზოს მკვლელობას. განაგრძეთ კითხვა>>>>