loader

"აქციაზე მიმავალ მარშს ხანჯლიანი ბიჭი მიუვარდა - ხანჯლიანი ხალხო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქციაზე მიმავალ მარშს ხანჯლიანი ბიჭი მიუვარდა - ხანჯლიანი ხალხო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"აქციაზე მიმავალ მარშს ხანჯლიანი ბიჭი მიუვარდა. ხანჯლიანი ხალხო. გაირკვა, სამი გოგო საკმარისი აღმოჩნდა ტიტუშკები გაქცეულიყვნენ. ხანჯლიანად ჩატენეს მანქანაში," - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

ვიდეო: "ტვ პირველი"