loader

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს- "მხილება არ არის ამბების მოყოლა, სერიოზული საკითხია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს- "მხილება არ არის ამბების მოყოლა, სერიოზული საკითხია"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ყოფილი ქოცი თანამდებობის პირთა მიმართ (ყოველგვარი აგრესიის, ნიშნისმოგების გარეშე, მხოლოდ სამშობლოს ინტერესების და პრაგმატული პოლიტიკური მოსაზრებების თანხლებით):

მხილება არ არის ამბების მოყოლა, ისიც, ხშირად, სენსაციონიზმის სურნელით და ფორმით, რაღაც ნახევრადნათქვამი და ვითომ სამომავლოდ გადანახულ-დატოვებული, თვალის ჩაპაჭუნების თანხლებით.

მხილება სერიოზული საკითხია და სერიოზულად მიდგომას საჭიროებს. აქ და ახლა, როცა სამშობლოს გვართმევენ და არავინ ითხოვს თქვენს დასჯას წარსულში ბიძინასთან ყოფნის გამო, აზრი და ფასი აქვს რეჟიმის დანაშაულების დასაბუთებულ და მკაფიო მხილებას. მხილებას იმგვარად, იმ სიმძიმით და იმ სერიოზულობით, რომ რეჟიმი გამოაშკარავდეს და მერყევები დაკარგოს.

"საოცარი" ამბები მემუარებში დაწერეთ. აბა რეჟიმის ისედაც მოწინააღმდეგეების "ნწ ნწ ნწ" რეაქციაზე გათვლილი, ისედაც ყველასთვის ცნობილი გარემოებები ვის რაში სჭირდება და რა ფასი აქვს?" - წერს ნიკა გვარამია.