"ჩემი შვილი ზედოზირებით არ გარდაცვლილა, გეტყვით, რა მოხდა სინამდვილეში" - გარდაცვლილი ექიმის დედა ვიდეოს აქვეყნებს
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილია.
ახალგაზრდა მამაკაცი 14 თებერვალს დაკრძალეს. შვილმკვდარი დედა ნინო გელდიაშვილი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შვილი ზედოზირებით არ გარდაცვლილა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში არასწორად გავრცელდა.