loader

ავტოსადგომზე სამი ავტობუსი აფეთქდა - ორში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს - ამსახველი კადრები ისრაელიდან ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოსადგომზე სამი ავტობუსი აფეთქდა - ორში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს - ამსახველი კადრები ისრაელიდან ვრცელდება

ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ისრაელის თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.