"დაგვეძებენ "Слава Украине! Героям слава!" -ს გულშემატკივრებს - ჩვენი შვილებიდან ოთხი კიევში დაიბადა" - რას წერს მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა
მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს:
"დაგვეძებენ "Слава Украине! Героям слава!" -ს გულშემატკივრებს. ჩაწერის მიხედვით გამოვცხადდით, აგერ აქაც დავფიქსირდი, სად გადავატრიალოთ ტაბელი კიდევ? გამარჯვება უკრაინას! დიდება გმირებს! მშვიდობა მსოფლიოს! და სულის სიმშვიდე ჩვენ, ვინც ვითხოვთ ყველას
“გვდევს სიკვდილი
ერთადერთი აპარატით,
და ბავშვობის სურათების
გადიდებას გვპირდება,
არ გაინძრე! სდექ! შეწყვიტეთ ლაპარაკი!
ჩიტი გამოფრინდება!(მ.ფ)
დაელოდეთ მეგობრებო ჩიტი აუცილებლად გამოფრინდება. ჩვენი შვილებიდან ოთხი კიევში დაიბადა" - წერს იზა ომაძე.