loader

"90-იანების დასაწყისში, სტუდენტობისას, ორჯერ გამიტაცეს მშვიდობიანი მიტინგის ორგანიზებისთვის..." - რას წერს უჩა ნანუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"90-იანების დასაწყისში, სტუდენტობისას, ორჯერ გამიტაცეს მშვიდობიანი მიტინგის ორგანიზებისთვის..." - რას წერს უჩა ნანუაშვილი

"დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"90-იანების დასაწყისში, სტუდენტობისას, ორჯერ გამიტაცეს მშვიდობიანი მიტინგის ორგანიზებისთვის, მეგობრებთან ერთად; გამტაცებლებს ფორმა არ ეცვათ, ერთხელ დიღმის სამმართველოში, მეორედ მთაწმინდის მილიციის იზოლატორში მოვხვდით. მეორე დაკავებისას სამი დღე პრაქტიკულად იძულებით გაუჩინარებული ვიყავი, ზარი ოჯახთან ან ადვოკატთან აკრძალული იყო, უშიშროების თანამშრომლები ყველა მეთოდით, და რათქმაუნდა, ძალადობით და მუქარით ცდილობდნენ გატეხვას და თანამშრომლობაზე დაყოლიებას. ამან რომ არ გაჭრა, 'კეთილი' თანამშრომლები დაპირებებით და მხარდაჭერით ცდილობდნენ იგივეს. მას შემდეგ 30 წელი გავიდა და ის სისტემა, რომელიც ბევრს დამარცხებული ეგონა, ისევ წამოიმართა და ისევ ძალადობს ადამიანზე, ძალადობს ყველაზე, ვინც ფიქრობს განსხვავებულად და ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა სივრცეს. ახლა, უბრალოდ გვპირდებიან, რომ 112-ზე შესაძლოა დაგარეკინონ და მინიშნებით მივხვდეთ, ვინ არიან გამტაცებლები, სასაფლაოსკენ გადაუხვევენ, თუ პოლიციისკენ. სინამდვილეში, მთელი ქვეყანა ვართ გატაცებული, მძევლად, ზოგი ციხეში, ზოგი გარეთ და თვითოეული თავისუფალი ადამიანის ვალია, გაერთიანდეს ამ გამტაცებელ კრიმინალთა პოლიტიკურ სასაფლაომდე მიყვანისთვის!"