loader

ცნობილი ქართველი ექიმი ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით გარდაიცვალა - რას ამბობს გარდაცვლილის დედა ვიდეომიმართვაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ქართველი ექიმი ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით გარდაიცვალა - რას ამბობს გარდაცვლილის დედა ვიდეომიმართვაში?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლია.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 14 თე­ბერ­ვალს დაკ­რძა­ლეს. შვილმკვდა­რი დედა ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

გარ­დაც­ვლი­ლის დედა ამ­ბობს, რომ არ სურს ტყუ­ი­ლის თქმა, თით­ქოს მისი შვი­ლი გუ­ლის ან სხვა პრობ­ლე­მე­ბით და­ი­ღუ­პა. პი­რი­ქით, რო­გორც ქალი ამ­ბობს, სურს ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­როს პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქვია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა "ბა­რი­გებ­თან" ბრძო­ლას მი­უ­ძღვნას.

"მე არ ვი­კად­რებ ტყუ­ილს და არ ვი­ტყვი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, უე­ცა­რი თრომ­ბის ბრა­ლია და ა.შ. სი­მარ­თლეს თუ დავ­მა­ლავთ, მა­შინ ვერც პრობ­ლე­მას და ბო­რო­ტე­ბას შე­ვებ­რძო­ლე­ბით. მე კი მთე­ლი ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა ე.წ. ბა­რი­გებ­თან ბრძო­ლას მო­ვახ­მარ, თუნ­დაც მომ­კლან, რო­გორც ეს ჩემი შვი­ლის ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა მი­თხრა. ის ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბა, რომ ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლი შვე­ბაა. მაგ­რამ გა­ხა­რე­ბუ­ლი მოვ­კვდე­ბი, თუ დე­დებს, რამ­დენ­საც შევ­ძლებ, ჩემს უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს ავა­ცი­ლებ" - წერს ვი­დე­ო­მი­მარ­თვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი. განაგრძეთ კითხვა