რა ჩანს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში?
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც სავარაუდოდ, ის პირები ჩანან, რომლებმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში 18 თებერვალს გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე ჯერ სალომე ზურაბიშვილთან მიდის და მას მოღალატეს უწოდებს, შემდეგ კი მე-5 პრეზიდენტის მისამართით კვერცხებს ისვრიან.
„ქეში მოგაქვთ თუ გერიცხებათ?“ - მიმართა ერთ-ერთმა პირმა სალომე ზურაბიშვილს.
კადრებში ჩანს, რომ მე-5 პრეზიდენტს რამდენიმე ნასროლი კვერცხი ხვდება.
ცნობისთვის,17 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და მასაც კვერცხები ესროლეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელიც მათ ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ დაახვედრა.