"ვიცი რომ დიდი ხანია ელოდებოდით" - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.
საცხოვრებელი ფართები ამჯერად, სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.