loader

"ეს არის პირველი შემთხვევა, ასეთი რამ არ ყოფილა" - რა ხდება ოქროს ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის პირველი შემთხვევა, ასეთი რამ არ ყოფილა" - რა ხდება ოქროს ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასის მკვეთრი ზრდის პარალელურად, ფასები იზრდება საქართველოშიც. ერთი გრამი 999 სინჯი ოქროს ფასი 94 დოლარამდე გაიზარდა.

„ოქროს კიდობანში“ ნაკეთობების შეძენის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. დარგის ექსპერტების ვარაუდით, ფასის რეკორდული ზრდა სავაჭრო დაძაბულობამ და გაურკვეველმა ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა.

რაც პირველ რიგში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადზე იმპორტის 25%-იანი გადასახადების დაწესებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ტრამპმა დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესება, რაც ბირჟებზე გაურკვეველ გარემოს ქმნის.

მიუხედავად იმის, რომ ოქრო ძვირდება, მის შეძენას კიდევ ერთი ფაქტორი ართულებს. ბირჟაზე ნყიდი ოქრო,შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს, რასაც არაერთი შემთხვევა ადასტურებს.