loader

"ამისთვის ორი მიზეზი მაქვს" - რას ამბობს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამისთვის ორი მიზეზი მაქვს" - რას ამბობს გია ხუხაშვილი?

ოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.

ამისთვის ორი მიზეზი მაქვს:

1. ახლა ევროპა აბარებს საკუთარი როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის სერიოზულ გამოცდას, რისი წარმატების შანსი ვფიქრობ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებათ.

2. ამერიკული დემოკრატიაც აბარებს არანაკლებ სერიოზულ გამოცდას.

იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში უამრავი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ ამუშავდება და რომლის გადალახვაც ტრამპს გაუჭირდება.

მას სერიოზული, პრაქტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდება არა მხოლოდ ინსტიტუტებისგან, არამედ საკუთარი პარტიიდანაც და მაღალი ალბათობით, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს" - წერს გია ხუხაშვილი