"შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა" - თინა ხიდაშელი
ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, პოლიტიკური პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე - რომელ მაგიდასთან და რა კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას ანალიზისა და მოსაზრებების გარდა ალტერნატივები უნდა შესთავაზონ.