"მედიკამენტები გაიაფდა, ცუდი კი ის არის, რომ ნელ-ნელა განიდევნა ბაზრიდან ხარისხიანი და სანდო ევროპული და ამერიკული წამლები" - რას წერს რომან გოცირიძე
ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"2021 წელს საქართველოში თურქეთიდან 46 მილიონი დოლარის ღირებულების წამლები შემოვიდა, 2024 წელს კი 169 მილიონი დოლარის ოდენობის. ეს, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგია. კარგი ის არის ამაში, რომ მედიკამენტები გაიაფდა, ცუდი კი ის არის, რომ ნელ-ნელა განიდევნა ბაზრიდან ხარისხიანი და სანდო ევროპული და ამერიკული წამლები. ზოგიერთი დასახელების დასავლური წარმოების წამლები საერთოდ გაქრა აფთიაქებიდან, რადგან მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ფასებით მათი შემოტანა წამგებიანი გახდა."