ვრცელდება საგანგაშო კადრები ვაშლიჯვრიდან - "ეს კადრები ამწამს გადავიღე"
ვაშლიჯვარი, 70 ბაგა ბაღის მიმდებარე ტერიტორია.ბაღის, სადაც ასობით ბავშვი დადის... დავრეკე თბილისის მერიაში. მიიღეს შეტყობინება ორივე საკითხზე. იმავე დღეს დამირეკეს gwp-დან და მუნიციპალური ინსპექციიდან, მაგრამ რეაგირება მაინც 0.
უზარმაზარი თხრილი საბავშვო ბაღის გვერდით, რომლის მთლიანობაც დარღვეულია და ზოგ ადგილზე "ღობის"ნარჩენის სიმაღლე 40 სმ-ს არ აღემატება მოხდება რამე უბედურება და მერე დაიხოკავენ ლოყებს უყურადღებო მშობლებიც და ღრმა მწუხარებას გამოხატავს თვით მერიაც.
დღეს ისევ დავრეკე და პასუხად ისევ შევახსენებთო მივიღე პირადად მე არ ვსარგებლობ აღნიშნული ბაღით, მაგრამ შვილები მყავს და ნეტავ იმ მშობლების ტვინში ჩამახედა, ვისაც ყოველ დილით ბავშვები დაჰყავთ ამ გზაზე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "კიდიათ" საკუთარი შვილების უსაფრთხოება.ხალხო, გაიღვიძეთ რა! - წერენ სოციალურ ქსელში.