"დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, რაც დადასტურებულია" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ეკა ბესელია?
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი 18 თებერვლის გამთენიისას მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.