უმძიმესი და საგანგაშო კადრები ბათუმიდან, რა ხდება ერთ-ერთ კორპუსში? - "ბავშვი რომ ჩავარდეს, ცოცხალი ვეღარ ამოვა"
დაბზარული კედლები, წყლით სავსე სარდაფი, გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის 57 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას თითქმის 6 წელია, რაც აწუხებს.
ხათუნა ნაგერვაძე ერთ-ერთია, რომელიც დაუსრულებელ კორპუსში ცხოვრობს. ამბობს, 24- სართულიანი კორპუსის ნაცვლად მშენებელმა მხოლოდ 12 სართული აააშენა და მიატოვა. ბინები კი სრულად გაყიდულია.
ვისი ბინებიც აშენდა იძულებული გახდნენ ურთულეს პირობებში ეცხოვრათ და დაუსრულებელ კორპუსში ცხოვრება დაიწყეს, სადაც არც ელექტრო ენერგიაა და არც ბუნებრივი აირი.